ასმათ დვალიშვილი პოლიციის აგენტია, რას ყვება ერთ-ერთი მოწმე

21 Mar 2021 00:07

პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმეზე დაზარალებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი აპირებს. "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" დირექტორი საუბრობს. სულხან ქობულაძე ამბობს, რომ მას დაუკავშირდა პირი, რომლის მტკიცებითაც, ქალს, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიტიკოსის გარდა არაერთი ადამიანი ჰყავს დაჭერილი. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო დაზარალებული, ასმათ დვალიშვილი პოლიციის აგენტია, წლების წინ კი მასზე გამოძიება, ძალადობის ბრალდებით დაიწყო.


"ამ პიროვნების ვინაობას ჯერჯერობით არ დავასახელებ, არა იმიტომ რომ ვინმეს ემალება, არამედ სურს, ჯერ ადვოკატს გაესაუბროს. ეს პირი თანახმაა გამოჩნდეს და ამხილოს ეს ქალბატონი. რაც ამ პიროვნებამ მომიყვა, შეიძლება ითქვას, თმები ყალყზე დამიდგა. უამრავი ადამიანი ჰყავს დაჭერილი ამ ქალბატონს. ამ პიროვნების მეგობარი იყო დაახლოებით წელიწადნახევარი. 

სხვათა შორის, ეს კაცი ქალაქში ცნობილი პიროვნებაა, ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრია. როგორც მითხრა, 2017 წელს დაშორდნენ (თანხას სთხოვდა ეს ქალი). ამ მამაკაცს დღესაც შრამი ეტყობა, ამ ქალბატონის ძალადობისგან (თუ დააკვირდებით ამჩნევია). მითხრა ისიც, რომ ასმათმა დაახვედრა ვიღაც სამხედრო (რომელიც დღეს ქრთამის აღების საქმეზეა დაჭერილი), იარაღი კეფაში მიადეს. მაშინ ამ კაცმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა. საქმე აღიძრა, მაგრამ დაინდო მერე. შემეცოდა, რადგან ბავშვი ჰყავდაო. ახლა ნანობს, მაშინ რომ ბოლომდე მიმეყვანა საქმე, დღეს მხოლოდ წულაიას კი არა, კიდევ ბევრ ადამიანს გადავარჩენდი, რომელიც ასმათს ჰყავს დაჭერილიო.

ამასთან, ამ ქალს თვითონ აქვს ნათქვამი, ქუთაისის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში "დამავერბოვკესო" (2014 წლიდან) და ასახელებს იმ პიროვნებასაც, ვინც ამაზე ხელი მოაწერინა. ეს პიროვნება ამბობს, რომ თუ გაჩუმდება, გოგი წულაიასაც ტყუილად დაიჭერენ და ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არის ეს ქალი, თორემ ხვალ კიდევ სხვას დაიჭერენო, "-განაცხადა ქობულაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი