სიძულვილის ენის მთავარი გრამაფონი - ირაკლი კობახიძე

21 Mar 2021 01:35

ჩაშლილი მოლაპარაკება და ევროპისთვის მიხურული კარი - ამ მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარი დესტრუქციული როლი სწორედ ქართულმა ოცნებამ და პირადად ირაკლი კობახიძემ ითამაშა.


სიძულვილის ენის მთავარი გრამაფონი, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეა, რომელიც საჯაროდ გამოჩენისას სულ ორად-ორ რამეს აკეთებს... ან თმას ისწორებს, ან ოპოზიციას უგზავნის წყევლა-კრულვას...


ცოდნის აბსოლუტური ეროზია და ზიზღის კორიანტელი - აი, რა არის „ოცნების“ ჩინოვნიკთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელსაც სტაბილურობად, სტაბილურობად და კიდევ ერთხელ სტაბილურობად გვასაღებენ...


სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, როდესაც ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, მაგრამ სტაბილურად ჭაობში ყურყუტი და ამის წარმატებად გასაღება მოსახლეობის დაცინვასთან ერთად, დიდი ბოროტებაცაა.


ასეა, ძვირფასო მაყურებელო, ჩვენ ვართ სტაბილურად ღარიბები, სტაბილურად მშივრები, სტაბილურად ოკუპირებულები და სტაბილურად მოწყვეტილები თავისუფალ სამყაროს...


მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი