ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ.. " - თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

22 Mar 2021 03:06


"ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ.. " - თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

"გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ა­ზი­ა­ნეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.


რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. მი­სი­ვე თქმით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, გან­თავ­სე­ბუ­ლია მა­ღა­ზი­აც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით.


"რო­გორც ვიცი, ხში­რად გა­ურ­კვე­ვე­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მათ სახ­ლთან ჩერ­დე­ბი­ან და დგა­ნან გარ­კვე­უ­ლი დრო­ით. დღეს მოხ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა. სა­პატ­რუ­ლო გა­მო­ი­ძა­ხეს, არ­სე­ბობს იქ მა­ღა­ზია, სა­დაც არის ვი­დეო სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­გორც ვიცი, მა­ღა­ზი­ა­ში არც მი­სუ­ლა სა­პატ­რუ­ლოს ეკი­პა­ჟი“, - აღ­ნიშ­ნავს რა­მიშ­ვი­ლი.


რო­გორც "ინ­ტერ­პე­ნი­უს­თან“ გარ­დაც­ვლი­ლის დედა, თე­ო­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ად­გილ­ზე, სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, არის იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის ფა­რე­ბი, რო­მელ­მაც მისი შვი­ლის მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნა.


"ერთი სა­ა­თის წინ მოხ­და, ხმა გა­ვი­გეთ და ამა­ზე გა­ვი­ხე­დეთ, ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი 90 გრა­დუ­სით, უკა­ნა მარ­ჯვე­ნა კარი შე­ჭეჭყი­ლია და იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის ფა­რე­ბი ყრია, რო­მელ­მაც თა­მა­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ა­ზი­ა­ნა. არ ვიცი რა ავ­ტო­მო­ბილ­მა და­ა­ზი­ა­ნა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, არც შე­მო­სა­ზღვრეს ტე­რი­ტო­რია, ხვალ დი­ლას დამ­ლა­გე­ბე­ლი მივა და დაგ­ვის იმას. გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნად და­ი­წყეს არ ვიცი, მი­თხრეს, რომ მათ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის და ისი­ნი ფაქტს ად­გე­ნენ მხო­ლოდ, მი­თხრეს, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბა ერ­თი­დან სამ დღე­ში,“- აღ­ნიშ­ნავს თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი.






კომენტარები:

ფართი შოპი