ანგარიშსწორება, სავარაუდოდ, ბერას სახელით - ზაზა მდივანი ამბობს, რომ ბერას გინების შემდეგ, დღეს ნიღბიანებმა სცემეს

22 Mar 2021 04:17


მორიგი ანგარიშსწორება, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის სახელით - 59 წლის მოქალაქე ზაზა მდივანი ყვება, რომ ოლიგარქის შვილისთვის სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის შემდეგ, სახლთან, სოფელ დიღომში, ორმა ნიღბიანმა მიაკითხა და სცემა. დაზიანებები მას სახესა და ხელებზე აქვს მიყენებული.


როგორც "მთავარ არხთან" ამბობს, ბერა ივანიშვილს უშვერი სიტყვებით კომენტარი სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ დაუწერა და ფიქრობს, რომ მას ფიზიკურად სწორედ ამის გამო გაუსწორდნენ.


თუმცა, ზაზა მდივანი არ გამორიცხავს არც მეორე ვერსიას - ბიზნესდავას, სადაც დიდი ოდენობით თანხაზეა საუბარი. 


ზაზა მდივანი უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე პოლიციის სამმართველოში, ხვალ, 22 მარტს კი, ექსპერტიზა ჩაინიშნა. 


6 მარტს, TV პირველმა აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.  



მთავარი არხი 





კომენტარები:

ფართი შოპი