მხოლოდ გვინდა სიმართლე ვიცოდეთ, მემგონი ეს უნდა მთელ მსოფლიოს - ოჯახი გარდაცვლილ ექთანზე

22 Mar 2021 15:57

ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახში ყველა პასუხისმგებელ პირის დასჯას ითხოვს. ისინი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ, რადგან ფიქრობენ, რომ მდგომარეობის გაუარესება დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია. მათთვის კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ რეანიმატოლოგი მომხდარის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. 

კლინიკა "იმედი" ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პაციენტს შესაბამისი დახმარება გაუწიეს. 


"რა დამალევინეს ესეთი წამალიო, ზუსტად ეს სიტყვები მე მითხრა, მამაო, რომ მთელი დღეა თავი მტკივაო. ეს ორი ტაბლეტი რა დამალევინეს არ ვიციო. მდგომარეობა რომ დამძიმდა, ეს არის ჩემთვის ყველაზე გულსაკლავი, რომ მე რატომ უნდა გამეგო ტელევიზიით, ინტერნეტით, მე გავიგე ეს სადღაც 5 საათზე, არავინ არ დამიკავშირდა. ჩვენ გვინდა მხოლოდ სიმართლე ვიცოდეთ ოჯახმა, სოფელმა და მემგონი ეს სიმართლე უნდა მთელ საქართველოს კი არა მთელ მსოფლიოს, რა მოხდა", - თქვა გარდაცვლილი მამამ, ვეფხია ბაქრაძემ. 

კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ბოლო ტესტირება ექთანმა 12 მარტს გაიკეთა და პასუხი უარყოფითი იყო. 


ოჯახი ადვოკატთან ერთად ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, ისინი, ასევე, მიმართავენ საავადმყოფოს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღონ, რათა დადგინდეს ის პრეპარატი, რაც გარდაცვალებამდე მეგი ბაქრაძემ მიიღო.


შეგახსენებთ, 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.




მთავარი არხი 







კომენტარები:

ფართი შოპი