პრემიერი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალაბიძის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ატეხილ მითქმა-მოთქმას ასე გამოეხმაურა:
"თავის დროზე, კარგა ხანი დამჭირდა ზურაბ ალავიძის საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ ის ვერ ხედავდა თავის თავს, გრძელვადიან პერსპექტივაში - საჯარო სამსახურში. მე მას 20 წელია ვიცნობ და მუდმივად კერძო სექტორში იყო. რამდენიმე დღის წინ, მე მან მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრინების თაობაზე . რამდენიმე დღე დამჭირდა, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, ამეჯრად უკვე ვეღარ შევძელი და მომიწია დაკმაყოფილება."-განმარტა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.