ლევან იოსელიანი - ის დრო წავიდა, რომ ვიღაცას ფუფუნება ჰქონდეს, სატელიტური ოპოზიცია იყოს - გამოჩნდება ბატონი გახარია როგორ ოპოზიციონერობას გადაწყვეტს

22 Mar 2021 19:59

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა მისასალმებელია, რადგან ამით პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო საინტერესო გახდება.


იოსელიანის თქმით, „გამოჩნდება, როგორ ოპოზიციონერობას გადაწყვეტს გიორგი გახარია”.


„ერთი რამე შემიძლია ვთქვა ნამდვილად, ძალიან საინტერესო იქნება გახარია თუ მისი პოლიტიკური პარტია, როგორ იქნება ოპოზიციაში. ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად ანსხვავებენ ერთმანეთისგან ვითომ ოპოზიციას, ხელოვნურად შექმნილ ოპოზიციას და იმას, თუ ვინ არის რეალურად ოპოზიციაში.


მგონი, ის დრო წავიდა, რომ ვიღაცას ის ფუფუნება ჰქონდეს, შეფარული ან სატელიტური ოპოზიცია იყოს. გამოჩნდება ბატონი გახარია როგორ ოპოზიციონერობას გადაწყვეტს. ცალსახად მივესალმები იმ ფაქტს, თუ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება. ამით პოლიტიკური ლანდშაფტი გახდება უფრო საინტერესო”,- აღნიშნა იოსელიანმა.


შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, გიორგი გახარია გახდეს მესამე ძალა პოლიტიკაში, იოსელიანმა განაცხადა, რომ ცალკე აღებულ პარტიას ეს არ შეუძლია.


„მეეჭვება, რომ ვიღაცამ შეძლოს ამ მესამე ძალის მანტიის მორგება. მე უფრო მგონია, რომ საბოლოოდ, მესამე ძალა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების კოალიცია, იმიტომ, რომ ერთ რომელიმე პარტიას ძალიან გაუჭირდება ამ ტვირთის თავის თავზე აღება”,- განაცხადა იოსელიანმა.


ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი