აშშ-ის საელჩო - პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს

22 Mar 2021 20:18

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.


„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს მარტს დაკრძალავენ.


შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა. 88 წლის დავით ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.






კომენტარები:

ფართი შოპი