დათა ვანიშვილი უკანასკნელ გზაზე საქართველოს ჰიმნით გააცილეს

22 Mar 2021 20:29

ხურვალეთში, დათა ვანიშვილი სახლიდან უკვე გამოასვენეს. იქამდე კი, ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ, მის ნათესავებს სამძიმარზე მისვლის შესაძლებლობა მიეცათ.


სახლიდან გამოსვენების დროს, ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მეორე მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. სამძიმარზე მისულ ნათესავებს ოკუპირებულ მიწაზე საქართველოს დროშის გადატანა სურდათ, თუმცა ოკუპანტებმა ამის საშუალება არ მისცეს.


დათა ვანიშვილს ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე კრძალავენ.


მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და მეუღლესთან ერთად, იქ განაგრძო ცხოვრება. დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.


2014 წელს ის ოკუპანტებმა იმის გამო დააკავეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული. საოკუპაციო რეჟიმის აკრძალვების მიუხედავად, დათა პაპა მაინც ახერხებდა თითქმის ყველა არჩევნების დროს გადმოსვლას და საკუთარი პოზიციის დადასტურებას.


დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში, 19 მარტს გარდაიცვალა.






კომენტარები:

ფართი შოპი