"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან

22 Mar 2021 20:57

"დად­გა დრო, როცა და­ვი­ღა­ლე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად, ფი­ზი­კუ­რა­დაც და გავ­ჩერ­დი“, - ამ­ბობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი. ის უკვე შვი­დი თვეა, რაც ჩა­მო­შორ­და რო­გორც ქი­რურ­გი­ას, ისე ყვე­ლა სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას. რა გზა გა­ი­ა­რა კო­ტემ ამ შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, AMBEBI.GE-ს უამ­ბობს...

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი უცებ ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­დით, რა მოხ­და?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც მას რა­ღაც ღლის ან ცვლი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. 25 წელი ვე­წე­ო­დი აქ­ტი­ურ ქი­რურ­გი­ულ პრაქ­ტი­კას, რა­მაც საკ­მა­ოდ დიდი დრო და ადა­მი­ა­ნუ­რი ენერ­გია წა­ი­ღო. და­ვი­ღა­ლე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად, ფი­ზი­კუ­რა­დაც და გავ­ჩერ­დი... შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც მო­მენ­ტში გაჩ­ნდა ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხელს მიშ­ლი­და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში - სამ­სა­ხურ­ში, სახ­ლში, მე­გობ­რებ­თან, სა­კუ­თარ თავ­თან და მივ­ხვდი, რომ ან სა­კუ­თა­რი თავი უნდა შე­მეც­ვა­ლა, ან გა­რე­მო, მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ გა­რე­მოს შეც­ვლი­სას, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს თუ არ შეც­ვლის, ისევ იგი­ვე ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ად­გილს შე­იც­ვლი, სა­ცხოვ­რე­ბელს თუ გა­რე­მო ფაქ­ტო­რებს, შენ მა­ინც შენ ხარ.

- ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ცვლი­ლე­ბას ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ, თქვენ რო­გორ მიხ­ვდით, რომ რა­ღაც უნდა შე­გეც­ვა­ლათ?

- არ ვიცი, რას­თან და­ვა­კავ­ში­რო, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც იყო ემო­ცი­უ­რი ნგრე­ვა. დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, ჩემს თავს გვერ­დი­დან შევ­ხე­დე, და­ვაკ­ვირ­დი რა მღლი­და, რით ვი­ყა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო, რით - კმა­ყო­ფი­ლი; ბოლო წლებ­ში რას მი­ვაღ­წიე, რა ნე­გა­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი გაჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რამ გა­დამ­ღა­ლა და გა­დამ­წვა. გარ­და ამი­სა, ში­ნა­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბიც იყო. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, ისე და­ა­ლა­გო ცხოვ­რე­ბა, რომ სრუ­ლი­ად ბედ­ნი­ე­რი იყო, მაგ­რამ მე ისე მივ­ყვე­ბო­დი ამ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­სა და რუ­ტი­ნას დი­ლი­დან ღა­მემ­დე, ფიქ­რის დრო ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბო­და. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აღე­ბუ­ლი მქონ­და ჩემი ოჯა­ხი­სა და ზო­გა­დად, ჩემ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, იმ­ხე­ლა წნე­ხი აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ვი­ღა­ლე. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იმ ეტა­პის­თვის ჩემ­თვის ქი­რურ­გია ზედ­მე­ტი იყო. ასე­თი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­ჟი­მი მქონ­და, თან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი იყო. მოკ­ლედ, მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბი ჩა­ერ­თო იმა­ში, რომ მე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ცხოვ­რე­ბის­თვის გა­და­მე­ხე­და.

- რას აკე­თებ­დით ეს თვე­ე­ბი?

- აღ­მოვ­ჩნდი ისეთ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში, სა­დაც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, იქ გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ფსი­ქო­ლო­გი, ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი რამ ვის­წავ­ლე ჩემი თა­ვის­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც. მა­შინ დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ ამ დარ­გს მივ­ყო­ლო­დი და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე თვი­თონ გა­მო­მად­გა იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მი­მაჩ­ნდა, რომ გა­და­ვი­ღა­ლე. ამ დროს ჭი­და­ო­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლა­დო­ბა, გა­რეთ ხე­ლის გაშ­ვე­რა არ არის სწო­რი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ თვი­თონ მივ­ხე­დავ სა­კუ­თარ თავს, "გა­და­ვა­რეს­ტარ­ტებ" ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­როს, დავ­მშვიდ­დე­ბი, დავ­წყნარ­დე­ბი. 6-7 თვეა, სამ­სა­ხუ­რებს მო­წყვე­ტი­ლი ვარ, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- რო­გორც ახ­სე­ნეთ, ამ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რებს, თქვენ რაზე იყა­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი დო­ზით მო­ვიხ­მარ­დი, მაგ­რამ რა­ღაც მხრივ ალ­კოჰოლ­ზე ვი­ყა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც ყვე­ლა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მეც ვა­ტა­რებ­დი დროს და ვქე­ი­ფობ­დი. ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა გა­ნუ­ლე­ბუ­ლი მაქვს. ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, როცა ალ­კოჰო­ლი და­მი­ლე­ვია, მაგ­რამ ისე, სიმპტო­მუ­რად - არა. ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა - ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის სიმპტო­მი. ალ­კოჰო­ლით ცხოვ­რე­ბის შე­ლა­მა­ზე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა. ფხიზ­ლად ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზია. რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვა ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- არ გე­ნატ­რე­ბო­დათ სამ­სა­ხუ­რი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი?

- კი, რო­გორ არა. ჩემ­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვის გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ დარ­გს ტო­ვებს. ეს აღიქ­მე­ბა, რო­გორც ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რამ, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბე­ბი. ვფიქ­რობ, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბით შევ­ძე­ლი (აქ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი) ის, რომ ახლა გა­მიჩ­ნდა ხუთი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, ხუთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

- რო­გორც ჩანს, ამ ძი­ე­ბა­ში თქვე­ნი მე­უღ­ლეც გვერ­დით გედ­გათ, მაგ­რამ პრო­ტეს­ტის მო­მენ­ტე­ბი არ ჰქონ­და?

- უდი­დე­სი როლი აქვს ჩემ გვერ­დით მდგომ ადა­მი­ანს. მე­უღ­ლეა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახლო მყო­ფი ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნებ­რი­ვია, ეკას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მე შევ­ცვა­ლე რე­ჟი­მი, შევ­წყვი­ტე სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, მისი მხრი­დან არ ყო­ფი­ლა მი­თი­თე­ბა ან თხოვ­ნა - აბა, ახლა იქ­ნებ რამე და­ი­წყო! შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეკა ყა­ვარ­ჯე­ნი­ვით ამო­მიდგა. 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მქო­ნია პე­რი­ო­დი, თუნ­დაც ერთი დღე არ მეშ­რო­მა. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, უცებ ასე­თი კოტე რომ გაჩ­ნდა, იფიქ­რა იმ ადა­მი­ან­მა, - რა­ღაც ისე ვერ არი­სო. რო­გორც კი მიხ­ვდა, რომ ემო­ცი­ე­ბის და­წყნა­რე­ბა, დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის დაბ­ლა და­წე­ვა მჭირ­დე­ბო­და, სრუ­ლი­ად ემ­პა­თი­ით მი­უდ­გა ამ ამ­ბავს.

- რა არის ის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გა­და­ა­ფა­სეთ, რო­გორ აი­სა­ხა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენ­ზე?

- მთა­ვა­რი, რაც ჩემ­ში შე­იც­ვა­ლა, ეს არის არა მოვ­ლე­ნებ­ში ცხოვ­რე­ბა, არა­მედ მო­მენ­ტით ცხოვ­რე­ბა, აქ და ახლა. ჯერ კი­დევ გა­მირ­ბის ეს ყვე­ლა­ფე­რი და დი­ლით სა­ღა­მო­ზე ვფიქ­რობ. აქ და ახლა ცხოვ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არის მთა­ვა­რი, ამა­ზე ვმუ­შა­ობ და მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღო და შე­ვირ­გო ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა და ასე­ვე გავ­ცე ყვე­ლა სი­კე­თე. პირ­ველ რიგ­ში, ეს და­ვა­ფა­სე, მერე და­ვა­ფა­სე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემ გვერ­დით არის. თუკი ადრე ამას სიყ­ვა­რულს ვუ­წო­დებ­დი, ახლა მე მათ­კენ უნდა ვიხ­რე­ბო­დე ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­წო­რად არ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ამას სა­ზღვა­რი არ აქვს, შე­იძ­ლე­ბა, მეტი და მეტი გას­ცე. ადრე თუ ვი­ყა­ვი - მე და სამ­ყა­რო, ახლა ვცდი­ლობ, მე ვიყო ამ სამ­ყა­რო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, თუ ადრე ფი­ცხი გუ­რუ­ლი ვი­ყა­ვი, ახლა დინ­ჯი გუ­რუ­ლი გავ­ხდი.

- დღეს, ამ­ხე­ლა გარ­დაქ­მნის შემ­დეგ, გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას რომ გა­დავ­ხე­დოთ, რა­მეს შეც­ვლი­დით?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ყვე­ლა­ფერს ზუს­ტად ისე გა­ვა­კე­თებ­დი, რო­გორც გა­ვა­კე­თე, რად­გან იმ გზით მო­ვე­დი იქ, სა­დაც მო­ვე­დი. სხვა რამ რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, შე­საძ­ლოა, ასე­თი მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ დამ­დგა­რი­ყო. არა­ფერს ვნა­ნობ, ყვე­ლა ჩემი შეც­დო­მა მიყ­ვარს, ჩემს თავს უამ­რა­ვი შეც­დო­მა ვა­პა­ტიე და ვი­საც ვატ­კი­ნე, იმა­თაც ვთხო­ვე პა­ტი­ე­ბა. ჯერ არ ვიცი, რა მე­ლის წინ, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა ისე გან­სხვავ­დე­ბა წარ­სუ­ლის­გან, რომ ვერ აღ­გი­წერთ.




ამბები.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი