კვერცხისა და გრეიპფრუტის 7-დღიანი დიეტა

22 Mar 2021 23:01

თუ კვერცხი და გრეიპფრუტი გიყვართ და მათ მიმართ ალერგიული არ ხართ, სცადეთ ეს დიეტა და დაიკელით ადვილად, მოიშორეთ ორგანიზმში ჩალაგებული ზედმეტი წონა.

პირველი დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 გრეიპფრუტი.

სადილი: მოხარშული ქათამის თეთრი ხორცი, 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

ვახშამი: 1 კიტრის, 1 პომიდვრის, 1 ბულგარული წიწაკის, 1 სტაფილოს სალათა.

მეორე დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 გრეიპფრუტი.

სადილი: 1 ნაჭერი უცხიმო, ნაკლებმარილიანი ყველი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 პომიდორი და 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

ვახშამი: მოხარშული უცხიმო ხორცი.

მესამე დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 გრეიპფრუტი.

სადილი: სტაფილოსა და მწვანე ბარდის სალათა, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა გრეპფრუტის წვენი.

ვახშამი: მოხარშული თევზი, სალათის ფოთლები.

მეოთხე დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 გრეიპფრუტი.

სადილი: ნებისმიერი ხილი ნებისმიერი რაოდენობით.

ვახშამი: მოხარშული ხორცი, 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

მეხუთე დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 გრეიპფრუტი.

სადილი: 1 კიტრის, 1 პომიდვრის და სალათის ფურცლების სალათა, 100 გრამი ხაჭო.

ვახშამი: მოხარშული თევზი ან ხორცი, 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

მეექვსე დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 გრეიპფრუტი.

სადილი: მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 კიტრი და სალათის ფურცლები.

მეშვიდე დღე

საუზმე: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 გრეიპფრუტი.

სადილი: მოხარშული საქონლის ხორცი, კიტრისა და პომიდვრის სალათა მარილის გარეშე.

ვახშამი: 2 კვერცხი, 1 გრეიპფრუტი.


თბილისელები 






კომენტარები:

ფართი შოპი