ლალი ტურძელაძე - კახი კავსაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაშია

23 Mar 2021 00:08

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია.


„სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ისევ რეანიმაციაშია, კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, გაეწერა, მაგრამ კოვიდმა თავისი ძველი დაავადებები გააქტიურა, გაამწვავა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა“, - აცხადებს ტურძელაძე.


ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.





კომენტარები:

ფართი შოპი