"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი

23 Mar 2021 00:47


"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში რე­ა­ლუ­რად იწყე­ბა ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი ამომ­რჩევ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის და გა­აქ­ტი­უ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით - გი­ორ­გი გა­ხა­რია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამომ­რჩე­ველ­თა ძა­ლი­ან სო­ლი­დურ ნა­წილს წა­არ­თმევს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.


მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ას ზრდის.


"ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში რე­ა­ლუ­რად იწყე­ბა ტექ­ტო­ნი­კუ­რი ძვრე­ბი ამომ­რჩევ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის და გა­აქ­ტი­უ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მე ვფიქ­რობ, რომ ეს თა­ვის­თა­ვად ზრდის კონ­კუ­რენ­ცი­ას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე - ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც ერ­თგვა­რად ცივი შხა­პის ეფექ­ტი აქვს, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ ეს არის მათ­თვის რე­ა­ლუ­რად ბოლო შან­სი, რომ გა­მო­ფხიზ­ლდნენ, სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი გა­ა­ნა­ლი­ზონ, და­უბ­რუნ­დნენ ამომ­რჩევ­ლის წი­აღს, გაც­დნენ ტე­ლე­ეკ­რა­ნის ჩარ­ჩო­ებს იმი­ტომ, რომ ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე თით­ქმის არ გვი­ნა­ხავს ჩვენ ხალ­ხთან გა­სუ­ლი და ხალ­ხთან მი­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. ამი­ტო­მაც ეს მათ­თვის ბოლო შან­სია, რომ ამ ცივ შხაპს კი არ ჩაყვნენ, არა­მედ გა­მო­ფხიზ­ლდნენ და სა­კუ­თარ ამომ­რჩევ­ლებს ახა­ლი იდე­ე­ბით, ახა­ლი სა­ხით და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ენერ­გი­ით მი­ად­გნენ.


გი­ორ­გი გა­ხა­რია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამომ­რჩე­ველ­თა ძა­ლი­ან სო­ლი­დურ ნა­წილს წა­არ­თმევს ისე­ვე, რო­გორც არ გაგ­ვიკ­ვირ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნო­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი­სა. მას აქვს ქა­რიზ­მა რო­გორც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ასე­ვე ამომ­რჩევ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და გა­მოს­ვლე­ბის დრო­საც. ჩვენ­თან აქამ­დე ქა­რიზ­მა აღიქ­მე­ბო­და მა­გა­ლი­თად, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, მათ­თან ვინც პრო­აქ­ტი­უ­ლი ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ, ქუ­ჩა­შიც ფრთა გაშ­ლი­ლე­ბი და კარ­გად გრძნობ­დნენ თავს და მათი ემო­ცი­უ­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი მდგე­ნე­ლი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. გა­ხა­რი­ას სხვა ტი­პის ქა­რიზ­მა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.


ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი