მედია: გერმანიაში ლოკდაუნის რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდება

23 Mar 2021 01:42

გერმანიაში ლოკდაუნის რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა მიიღეს.


აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.


ანგელა მერკელი და გერმანიის რეგიონების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 18 აპრილამდე არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების ნაწილობრივი დახურვა გაგრძელდება. გარდა ამისა, დახურული იქნება სასტუმროები, რესტორნები, სპორტული დარბაზები და კულტურული ობიექტები.



imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი