"აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი" - გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს

23 Mar 2021 13:12

პო­ლი­ტი­კო­სი გოგი წუ­ლა­ია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, გლ­და­ნის ცი­ხი­დან წე­რილს ავ­რცე­ლებს.


მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ა­გეს.


"ჩემო მე­გო­რე­ბო და მხარ­დამ­ჭე­რე­ბო მო­გე­სალ­მე­ბით გლ­და­ნის ცი­ხის , სა­კა­რან­ტი­ნე კორ­პუ­სის 61 სა­კან­ში მჯდო­მი ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი გოგი წუ­ლა­ია! პირ­ველ რიგ­ში რათ­ქმა­უნ­და, უნდა ით­ქვას , რომ აქ მთა­ვა­რი არის ჩემი შეც­დო­მის და გუ­ლუპრყვი­ლო­ბის ამ­ბა­ვი, ზედ­მე­ტი ნდო­ბის შე­დე­გი , მა­შინ რო­დე­საც მაფრ­თხი­ლებ­დნენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ ყვე­ლა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე მარ­ტი­ვად არ უნდა წა­მოვ­გე­ბო­დი ამ პრო­კა­ცი­ას , მაგ­რამ მინ­და ვთქვა რომ არა­ვის­თვის ჩემი საქ­ცი­ე­ლით ზი­ა­ნი არ მი­მი­ყე­ნე­ბია.


„თუ გინ­და მო­წი­ი­ნაღ­მდე­გე გა­ა­ნად­გუ­რო მას და­აბ­რა­ლე ის­რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ებ­რძვის". ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პა­ტარ პა­ტარ გე­ბელ­სე­ბი 21 სა­უ­კენ­შიც გად­მოყ­ვნენ, 1988 წლის შემ­დეგ ვარ ეროვ­ნულ მოძ­რა­ობ­ში და მის მერე ვაპ­რო­ტეს­ტებ და ვებ­რძვი რუ­სე­თის­გან სა­ქარ­თვე­ლოს გა­წე­ულ ძა­ლა­დო­ბას.



ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი