ჭკვიანი ქალი ყველაზე სექსუალურია: კვლევა, რომლის მიხედვითაც „ლამაზი“ არ ნიშნავს „მიმზიდველს“

23 Mar 2021 14:04

რას ეძებენ ადამიანები პარტნიორში? - ინტელექტს


ჭკუა და ინტელექტი ისევ და ისევ წამყვანი მახასიათებლებია, როდესაც ადამიანები თავიანთ იდეალურ პარტნიორზე ფიქრობენ. კულტურათშორისმა კვლევამ, სადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, ცხადყო, რომ ინტელექტუალური ქალი მამაკაცთა ნომერ პირველი სასურველი პარტნიორია, რასაც მოსდევს კარგი გარეგნობა. ხოლო ქალების შემთხვევაში მეორე ადგილი, კარგმა იუმორის გრძნობამ დაიკავა. გამოდის, რომ ინტელექტი მთავარი იარაღია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საოცნებო პარტნიორის პოვნა.

მაგრამ შესაძლებელია იყო ზედმეტად ჭკვიანი იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესს მოეწონო?


ტრადიციულად, მკვლევარებმა შეაგროვეს მონაცემები მეუღლის პრეფერენციების შესახებ და სთხოვეს მონაწილეებს შეაფასონ სასურველი პარტნიორის თვისება ან შეაფასონ სხვადასხვა თვისებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მიდგომა გვაწვდის ინფორმაციას პარტნიორის სხვადასხვა მახასიათებელი თვისებების, მაგალითად, იუმორის, სიკეთისა და ინტელექტის შესახებ, ისინი არ გვეუბნებიან, თუ რამდენადაა სასურველი თითოეული მახასიათებელი/თვისება.


მართლაც, შეფასების ამ მეთოდმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ თუ რაიმე თვისება სასურველია, მაშინ რაც მეტი, მით უკეთესი. თუ სიკეთე კარგია, ძალიან კეთილი უკეთესია! თუ იუმორის გრძნობა კარგია, მაშინ რაც მეტს ხუმრობთ, მით უკეთესია! თუ ინტელექტი კარგია, სუპერ მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი კიდევ უფრო უკეთესია!


შესაძლოა ეს სიმართლეც კია: მაგალითად, მაღალი ინტელექტი მიუთითებს სასურველი მემკვიდრეობითობის ნიშან-თვისებებზე, მათ შორის კრეატიულობასა და პრობლემების გადაჭრის უნარზე. ასევე, გულისხმობს პარტნიორობის სტიმულირებას ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. ინტელექტის ადაპტაციური სარგებელი ისაა, რომ ჭკვიანი სახე ძალიან სექსუალურია.



trend.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი