"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე

23 Mar 2021 14:16


"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე

ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი, ადამ კინ­ზინ­გე­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს მკვლელს უწო­დებს. ამის შე­სა­ხებ კინ­ზინ­გე­რი პოსტს „ტვი­ტერ­ზე“ აქ­ვეყ­ნებს.


"რუ­სე­თი არ არის ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე. პუ­ტი­ნი მკვლე­ლია. ის ტი­რა­ნია, რომ­ლის სა­მიზ­ნეც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი და მათი არ­ჩე­ვა­ნია. ის და­ეხ­მა­რა ასადს მო­ეკ­ლა 50 000 ბავ­შვი სი­რი­ა­ში და აწა­მეს აქ­ტი­ვის­ტე­ბი ბე­ლა­რუს­ში. ის თე­სავს ქა­ოსს და და­უს­ჯე­ლად მოქ­მე­დებს“ - წერს კინ­ზინ­გე­რი.


კინ­ზინ­გე­რამ­დე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას პუ­ტი­ნი მკვლე­ლად მი­აჩ­ნია. ბა­ი­დე­ნის ამ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ კი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მას ჯან­მრთე­ლო­ბა უსურ­ვა:


"რას ვუ­პა­სუ­ხებ­დი მას? მე მას ვე­ტყო­დი, ჯან­მრთე­ლად იყა­ვით... ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. ბავ­შვო­ბა­ში, რო­დე­საც ეზო­ში ერ­თმა­ნეთს ვე­კა­მა­თე­ბო­დით ხოლ­მე, ვამ­ბობ­დით: "ვინც იძა­ხის, იძა­ხის, თა­ვის თავ­ზე იძა­ხის". ეს სი­ტყვე­ბი მხო­ლოდ ბავ­შვუ­რი არ არის, მას­ში ღრმა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აზრი დევს. რო­დე­საც სხვებს ვა­ფა­სებთ, ჩვენ თით­ქოს სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბით და ჩვენს პრობ­ლე­მებს სხვებს ვა­კის­რებთ“, - ამ­ბობს პუ­ტი­ნი.



ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი