"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

23 Mar 2021 14:46


"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე


"გვეს­მის, რომ ეს იყო ანა­ფი­ლაქ­სი­ის შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­აა ვაქ­ცი­ნის კომ­პო­ნენტზე და რო­მე­ლიც სხვა ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც გა­მოვ­ლინ­და", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სუ­მია სვა­მი­ნა­თან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.


"იმის­თვის, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მი­ნი­მა­ლურ დო­ნემ­დე შემ­ცირ­დეს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, დავ­რწმუნ­დეთ, რომ ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა კეთ­დე­ბა ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მე­დი­კო­სე­ბი არი­ან, სა­დაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, ან ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. რო­გორც წესი, ამის გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ეს ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია.


მე­ო­რე სა­კი­თხი არის ის, რომ მას, ვინც ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს, და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც აქვთ წინა ანა­ფი­ლაქ­სი­ის ის­ტო­რია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­გან ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით სჭირ­დე­ბათ დაკ­ვირ­ვე­ბა. ვფიქ­რობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა, რომ ეს არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბი და ჩვენ ვცდი­ლობთ მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ ასე­თი ფაქ­ტე­ბი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნით და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იყ­ვნენ, იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია ტარ­დე­ბა, ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მათ სამ­კურ­ნა­ლოდ, ვი­საც ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ და და­ვარ­წმუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის სარ­გე­ბე­ლი აჭარ­ბებს მათ რისკს,“ - აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.



ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი