პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, სადაც საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო

23 Mar 2021 15:14



პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელიც საჯარო გავრცელდა და რომლებშიც შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო.


უწყების განცხადებით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება 22 მარტს დაიწყეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების გამო მიმდინარეობს.


მთავარი არხი 





კომენტარები:

ფართი შოპი