გენერალური პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 1 ივლისს გორში მან უმწეო მდგომარეობაში, მძინარე დ.ს. შვილების თვალწინ მოკლა.
"2020 წლის 1 ივლისს, ქ.გორში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების - ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ს. ადგილზე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.
პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მთავარი არხი