"ყველას, ვისაც აქ იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა" - როგორ მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევა ნორვეგიაში?

23 Mar 2021 16:36

ნორ­ვე­გია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, ვინც "კო­ვიდ 19"-ის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბრი­ტა­ნულ-შვე­დურ კომ­პა­ნია "ას­ტრა­ზე­ნე­კას" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა შე­ი­ტა­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ში, თუმ­ცა მა­ლე­ვე შე­ა­ჩე­რა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­შიც სწო­რედ ეს ვაქ­ცი­ნა შე­მო­ი­ტა­ნეს. 

15 მარ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის 3 ათას­ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აიც­რა, რამ­დე­ნი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა და­ფიქ­სირ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, ერთი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და - 18 მარტს ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა "იმედ­ში" 27 წლის ექთა­ნი მეგი ბაქ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "კო­ვიდ­თან" ბრძო­ლა კვლავ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით გრძელ­დე­ბა და, პრინ­ციპ­ში, პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არც გაგ­ვაჩ­ნია, გან­სხვა­ვე­ბით ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­გან.


დღეს ევ­რო­პა­ში საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იკ­ვლე­ვენ ამ ვაქ­ცი­ნას და ძი­რი­თად კვლე­ვებს ნორ­ვე­გია უძღვე­ბა. რა­ტომ თქვა ნორ­ვე­გი­ამ უარი "ას­ტრა­ზე­ნე­კას" პრე­პა­რა­ტით ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რა ფა­ზა­ზეა დღეს მისი კვლე­ვა და კი­დევ რა დას­კვნე­ბი კეთ­დე­ბა? - გვე­სა­უბ­რე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი და კომ­პა­ნია "აია­ნე კონ­სალ­თინ­გის" ჯან­დაც­ვი­სა და ფარ­მა­ცევ­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა კონ­სულ­ტან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­ნა ტოკ­ვი აია­ნე.


- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ა­ნა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი წინა ინ­ტერ­ვი­უ­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვე გა­ვი­და, ცოტა დროა, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი მა­ინც შე­იც­ვა­ლა - ნორ­ვე­გი­ამ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­ცია შე­ა­ჩე­რა, სა­ქარ­თვე­ლომ "ას­ტრა­ზე­ნე­კა" შე­მო­ი­ტა­ნა და ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო, რა­საც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა. რას გვე­ტყვით, რო­გორ მი­დის ნორ­ვე­გი­ა­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" კვლე­ვე­ბი?


- მო­გე­სალ­მე­ბით და მად­ლო­ბას გიხ­დით ინ­ტე­რე­სის­თვის, რად­გან ეს სა­კი­თხი მიმ­დი­ნა­რე და აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის და გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ნორ­ვე­გია ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ იმი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მე­ო­რე ქვე­ყა­ნა გახ­ლდათ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ა­ჩე­რა და, მი­უ­ხე­და­ვად EMA/WHO-ის (ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტო და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია - ი.ხ.) გან­ცხა­დე­ბი­სა, დღემ­დე არ აახ­ლებს მის გა­მო­ყე­ნე­ბას. იგი, ასე­ვე, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" პრე­პა­რა­ტით გა­მოწ­ვე­ულ შე­საძ­ლო მძი­მე გარ­თუ­ლე­ბებ­სა და შე­საძ­ლო ლე­ტა­ლო­ბა­ზე ძი­რი­თა­დი კვლე­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა დღე­ის­თვის.






კომენტარები:

ფართი შოპი