28 მარტს მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებენ

23 Mar 2021 16:49

28 მარტს მეტრო და ავტობუსი 01:00-მდე იმუშავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


„28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი