ვინ არის მაია ცქიტიშვილი, რომელიც პრემიერმა მინისტრად წარადგინა?

30 Mar 2018 13:52

მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ.

თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო

ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1993 წელს

პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993-

1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო

ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში

გენერალური დირექტორის თანაშემწედ.

1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული

დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი.

2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების

დეპარტამენტში უფროს მენეჯერად.

2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის

მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ

საერთაშორისო ურთიერთობებში.

2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008

წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი.

2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის

თანამდებობაზე.

2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე არის საქართველოს მთავრობის კანცელარიის

უფროსი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.


შეხსენებისთვის: მაია ცქიტიშვილმა ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დღეს ჩაანაცვლა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ალავიძემ თანამდებობიდან წასვლა თავადვე ისურვა.


კომენტარები:

ფართი შოპი