სტამბოლში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს

23 Mar 2021 17:36

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სტამბოლის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ბინაში, სადაც საქართველოს მოქალაქე და პაკისტანელი კაცი ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი შეიჭრა.

საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან გაიქცნენ. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელების დასაკავებლად ოპერაციას ატარებს.




მთავარი არხი 






კომენტარები:

ფართი შოპი