"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს" - ვინ იყო თურქეთში მოკლული ქართველი ქალი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

23 Mar 2021 18:23


"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს" - ვინ იყო თურქეთში მოკლული ქართველი ქალი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი


თურ­ქე­თის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში, კერ­ძოდ, ბაღ­ლი­ჯა­ა­რის უბან­ში, წუ­ხელ ქარ­თვე­ლი ქალი მოკ­ლეს. თე­ო­ნა თუ­აშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მძი­მედ და­იჭ­რა მისი პა­კის­ტა­ნე­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მის გა­დარ­ჩე­ნას ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ.


რო­გორც თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი გვიყ­ვე­ბა, ინ­ცი­დენ­ტი ცოლ-ქმრის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მოხ­და. ისი­ნი 4 - სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ, მათ­თან სწო­რედ ამ ბი­ნა­ში მი­ვი­და პა­კის­ტა­ნის 4 მო­ქა­ლა­ქე, რა დრო­საც მოხ­და კონ­ფლიქ­ტი.


"თეო ჩხუ­ბის დროს, და­ნით მოკ­ლეს. მას ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ და­ზი­ა­ნე­ბა ყე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნეს. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა შეძ­ლეს.


სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი არ ვი­ცით, გო­გო­ებ­მა რომ და­დეს ეს ინ­ფორ­მა­ცია, გა­ვოგნ­დი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ქმა­რი თუ გა­დარ­ჩა, ის იტყვის ყვე­ლა­ფერს. შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლათ ეს სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო ნამ­დვი­ლად არ ვიცი. 

სახ­ლში ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ცოლ - ქმარს",- გვი­თხრა თე­ო­ნას ახ­ლო­ბელ­მა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სტამ­ბულ­შია.


ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი