დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონს

23 Mar 2021 18:34

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამი რუსული წარმოების ვაქცინიდან ერთ-ერთით დღეს, დღის ბოლომდე აიცრება.


„ჩვენ მიზანმიმართულად არ დავასახელებთ, რომელი ვაქცინით აიცრება პრეზიდენტი. სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედო, კარგი, უსაფრთხო და ეფექტურია, ”- განმარტა მან.


მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონს.


„რაც შეეხება ვაქცინაციას კამერებთან, ეს მას არ მოსწონს,“- აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.



ipn.ge





კომენტარები:

ფართი შოპი