რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, ამიტომ ამ ხელისუფლებას ძლიერი ქალების ხელი აშკარად დაეტყობა ხვალ ან ზეგ - ასე ეხმაურება" რესპუბლიკური პარტიის" წევრი, თამარ კორძაია ფარული მიყურადების შესახებ, "პოსტ ფაქტუმში" გასულ რეპორტაჟს, დაწყებულ გამოძიებას და საბანაძის გადადგომას:
"ძალიან მძიმე შემთხვევასთან აქვთ საქმე, იმიტომ, რომ ანა დოლიძე არ არის შემთხვევითი ქალი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ძვირი დაუჯდებათ მის მიმართ განხორციელებული ეს უკანონო ქმედებები. მეორე - რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, ამიტომ ამ ხელისუფლებას ძლიერი ქალების ხელი აშკარად დაეტყობა ხვალ ან ზეგ. მესამე - რას ნიშნავს რომ გადადგა საბანაძე, ან საერთოდ რაზე დაიწყეს გამოძიება? ადამიანი ლაპარაკობდა ინტერვიუში, რომ არც კი იცის რამდენ სახლში შევიდა, ან ვის უმონტაჟებდა მოსასმენ აპარატურას. იქნებ ანა დოლიძის გარდა კიდევ სხვა ქალებიც ჰყავთ ჩაწერილი და იქნებ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები", - ამბობს თამარ კორძაია.
ცნობისთის, შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, თანამდებობა დღეს, 23 მარტს დატოვა და მიზეზად მედიაში გასულ სიუჟეტები დაასახელა.
ცნობისთვის, "მთავრი არხის" ეთერში, გადაცემა "პოსტ ფაქტუმი" გავიდა სიუჟეტი, სადაც შსს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი, ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების, კონკრეტულად კი შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის დავალებით, ფარული მიყურადებისთვის სათვალთვალო მოწყობილობებს ამონტაჟებდა.
პროკურატურამ კი ფარული ჩანაწერების საქმეზე, სადაც საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო.
პროკურატურაში სარჩელი შეიტანა ანა დოლიძემაც.
მთავარი არხი