„გიჟების ქვეყანა!.. წადით რა, გაუმაძღარო ნაძირლებო!”.. – რობერტ სტურუა

23 Mar 2021 19:22

„ოცდაათი წელია საქართველოში კარვებს ხსნიან!!! გიჟების ქვეყანა!”, - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.


„ოცდაათი წელია საქართველოში კარვებს ხსნიან! გიჟების ქვეყანა! და საქათმის ქურდი – ბელადები: გრაალის მელა და კიევის ტურა!


9 წელი კრიმინალები მართავდნენ ამ სამოთხეს! დღეს დაფრთხნენ! დაჭერის ეშინიათ – ქურდებს! მკვლელებს! ქვეყნის გამყიდველებს! საშინელება ელით!


1. ქართველებს ბლომად ფული მოპარეთ! 2. სახლები იყიდეთ უცხოეთში! 3.ოფშორებში მილიონები გიდევთ! 4. წადით რა, გაუმაძღარო ნაძირლებო!


ცინიზმის მაქსიმუმი: ვინც საქართველო დააქცია სულელი “გმირის” საკანთან დგანან და საქართველოს ჰიმნს მღერიან, უნიჭოდ შეშინებულნი”, – წერს სტურუა.




 intermedia.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი