"არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ ნიკა მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო" - დავით ზილფიმიანი

23 Mar 2021 20:36

"მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, ჩვენ­მა მე­გობ­რებ­მა გრან­ტით გა­და­უ­ხა­დონ მე­ლი­ას 40 000 ლარი და უთხრან, გა­მო­დიო, შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პამ თვი­თონ გა­და­ი­ხა­დოს ეს ფული",- ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ნონ­სე­ბულ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.


მისი თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს პერ­სპექ­ტი­ვა აქვს.


"მე თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, არ მოგ­ვეშ­ვე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი. ალ­ბათ, უკვე ამ ჩა­მოს­ვლა­ზე იქ­ნე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მე რომ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და არ მინ­დო­და მე­ლი­ას ის მოს­ვლო­და, რაც და­ე­მარ­თა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ უკვე კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს ის ამ­ბა­ვი, რომ დღეს­ვე შე­უძ­ლია გა­მო­ვი­დეს, ეს ის შემ­თხვე­ვა არ არის, როცა სა­სა­მარ­თლოს უნდა ელო­დოს.


მე არ გა­მოვ­რი­ცხავ ჩვენ­მა მე­გობ­რებ­მა გრან­ტით გა­და­უ­ხა­დონ 40 000 და უთხრან, გა­მო­დიო, სა­ხეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ყვე­ლა. აღარ იქ­ნე­ბა ის, რომ ელი­საშ­ვილ­მა თქვა, მე გა­და­ვიხ­დიო და მუ­ქა­რე­ბი წა­მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პამ თვი­თონ გა­და­ი­ხა­დოს ეს ფული და გა­მო­იყ­ვა­ნოს, რა გა­მო­რი­ცხუ­ლია? - არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, რად­გან იგი აღარ ელო­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს,"- გა­ნა­ცხა­და ზილ­ფი­მი­ან­მა.





კომენტარები:

ფართი შოპი