რუსთავში ბუნებრივი აირით 4 თვის ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა

30 Mar 2018 21:02

რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. 

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალბატონები, ასევე 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს. 


შუახნისა და ახალგაზრდა ქალბატონები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 თვის ჩვილი კი - რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი