წკიპურტებს ურტყამენ კახი კალაძეს - ხაბეიშვილი მერიის თანამშრომლის დაკავებაზე

23 Mar 2021 22:17

მერია წვრილფეხა ქრთამისტების დაკავებით, კახი კალაძეს ებრძვის - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი მერიის თანამშრომლის დაკავებას.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქრთამი არ აიღო ვინმემ, ან ქრთამს არ იღებენ - არა. უბრალოდ, წვრილფეხა ქრთამისტების დაკავებით, ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს საზოგადოებას, რომ თითქოს კორუფციას ებრძვიან და პლუს ამას წკიპურტებს ურტყამენ კახი კალაძეს. მათ შორის, იმიტომ რომ მან არ გააშეარა ბერა ივანიშვილის ფოტო და საჯაროდ არ გამოუცხადა მხარდაჭერა" ამბობს ხაბეიშვილი

მისივე თქმით, თუ სამართალდამცავი ორგანოები კორუფციას რეალურად ებრძვიან, მაშინ დასაჭერია თავად კალაძე, მისი მოადგილეები ხმალაძე და ელოშვილი და გამგებლები.

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა. მომხდარს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა "ეს არაა პირველი და იმედია უკანასკნელი იქნება" ამბობს ხმალაძე



მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი