ვაქცინაცია თუ არავაქცინაცია – საკითხავი, აი, ეს არის

23 Mar 2021 23:49

მაშინ, როდესაც იმაზეც კი ვერ მოგვიხერხებია შეთანხმება, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი ცხადია, გასაკვირი არ არის, რომ ვერც იმ საკითხზე ჩამოვიყალიბეთ ერთიანი აზრი, უნდა დავაძალოთ ვაქცინაცია ყველას თუ არა. 

ამასობაში კი (და სხვაგვარად შეუძლებელიც იყო, იმიტომ რომ აქამომდე არსებობდა ვაქცინის შექმნის წესი და რიგი, რაც ახლა დარღვეულია) ზოგიერთ ვაქცინას იმდენად ბევრი გვერდითი მოვლენა და გართულება აღმოაჩნდა, რომ, მაგალითად, დანიამ „ასტრაზენეკის“ (ბრიტანული ვაქცინის) გამოყენება შეაჩერა. ვაქცინირებულებს თრომბი უჩნდებათო. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს ბრიტანული ჯანდაცვის უწყება.


მეორე მხრივ, სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ „ასტრაზენეკა“ შეამოწმა და „მწვანე“ შუქიც აუნთო, ახლა უკვე თრომბების გაჩენის ამბის კვლევა დაიწყო (ვითომ მეორედ ვერ შეცდება?!).


აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე „ასტრაზენეკის“ გამოყენება შეაჩერეს ავსტრიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლუქსემბურგმა. არც თუ სასიკეთო ამბები ისმის (თუმცა „ასტრაზენეკაზე“ ნაკლებად შემაშფოთებელი). საქართველოს კი, შეთანხმებისამებრ, სწორედ „ასტრაზენეკა“ მიაწოდეს.


მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვირუსი მანამდე მიინავლება, სანამ ვაქცინების ვარგისიანობას დაადგენენ, მაგრამ მაინც ისმის რიტორიკული კითხვა: მაშ, ვინ აანაზღაურებს იმ მოგებას, რასაც ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინების წარმოებისგან ელიან?! -



თბილისელები






კომენტარები:

ფართი შოპი