საჯარო სკოლებში მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობს

24 Mar 2021 13:09

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემურ სავალდებულო ტესტირებას აგრძელებს.


„კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ტესტირება უკვე მეოთხედ ჩატარდა. სკოლაში ამ დრომდე ჩატარებული სამი ტესტირებიდან ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი. 

საჯარო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.


imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი