საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება

24 Mar 2021 14:44

საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, „იმედის დილაში“ განაცხადა.


„ჩვენი სურვილია მოსახლეობას მივცეთ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა. მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.


მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ აქვს ვადა და არ დგას რისკი, რომ ვაქცინას ვადა გაუვა და აღარ იქნება გამოყენებადი. „ფაიზერის“ ვაქცინა შემოდის 29 500 დოზა, რომელიც მოიცავს მხოლოდ 14 000-მდე მოქალაქეს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნის თავისუფლებას, რაც მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში შეზღუდული აქვთ. მათ არ ეკითხებიან რომელი ვაქცინით უნდათ აცრა, რომელიც არის ადგილზე იმ ვაქცინით იცრებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.


საქართველო Pfizer-ის ვაქცინას დღეს მიიღებს.






კომენტარები:

ფართი შოპი