სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია

24 Mar 2021 16:31


სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია


ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პო­პუ­ლა­რუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი, სოფო შე­ვარ­დნა­ძე დედა გახ­და. ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტს ვაჟი, ან­დრია 42 წლის ასაკ­ში შე­ე­ძი­ნა.


წლე­ბია სოფო რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მისი კა­რი­ე­რაც ყო­ველ­თვის ამ ქვე­ყა­ნას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის მკაც­რად ასა­ი­დუმ­ლო­ებს პი­რად ცხოვ­რე­ბას და არა­სო­დეს ლა­პა­რა­კობს იმ მა­მა­კა­ცებ­ზე, რომ­ლებ­თა­ნაც ოდეს­მე რო­მა­ნი ჰქო­ნია. სოფო შე­ვარ­დნა­ძის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის ერთი თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.


ტაბ­ლო­ი­დე­ბის ცნო­ბით, სო­ფოს რჩე­უ­ლი შე­საძ­ლოა, იგორ აკინ­ფე­ე­ვი იყოს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის.


ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მუდ­მი­ვად თავს არი­დებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ებს. 42 წლის სოფო Russia Today- ზე სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას უძღვე­ბა და დრო­ის დიდ ნა­წილს სამ­სა­ხურ­ში ატა­რებს. ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად "ეხო მას­კვის“ მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ალექ­სეი ვე­ნე­დიქ­ტოვ­მა გა­ავ­რცე­ლა.


”სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძეს ბიჭი შე­ე­ძი­ნა. სა­ხე­ლი - ან­დრია. 3,3 კილო, 52 სან­ტი­მეტ­რი", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

რუ­სუ­ლი მე­დია გა­ო­ცე­ბუ­ლია იმით, რომ ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი თა­ვად არა­ფერს ამ­ბობს ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ. "ინ­სტაგ­რამ­ზე" თით­ქმის 50 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს და მის ცხოვ­რე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალს. მათ ყო­ველ­თვის იცი­ან რა ხდე­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კა­რი­ე­რა­ში, მაგ­რამ სოფო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე­ებს გულ­მოდ­გი­ნედ მა­ლავს. უფრო მე­ტიც, შე­ვარ­დნა­ძე ამ სა­კითხს იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა, რომ ერ­თა­დერ­თი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, 21 წლის წინ ჰქონ­და. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­ნა­ღამ ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

ლა­პა­რა­კია რე­ჟი­სორ ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. სო­ფომ კო­ღუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­ბუ­ა­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს გა­იც­ნო. წყვილს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­და, და­ი­ნიშ­ნენ, მაგ­რამ ჯვრის­წე­რამ­დე ორი თვით ადრე სო­ფომ ქორ­წი­ლი ჩა­შა­ლა. რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ მას რო­მა­ნი ჰქონ­და მსა­ხი­ობ ალექ­სეი ჩა­დოვ­თან, მაგ­რამ ეს ჭორი არ და­დას­ტურ­და.

"ვინ არის ბავ­შვის მამა, უც­ნო­ბია. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვი­სი გა­მომ­წე­რე­ბის­თვის პირ­და­პირ ეთერ­ში ლა­პა­რა­კობ­და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე, პან­დე­მი­ა­ზე, ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს არა­სო­დეს შე­უ­ნიშ­ნავთ, რომ სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე შვი­ლის მო­ლო­დინ­ში იყო...“ - ვკი­თხუ­ლობთ რუ­სულ მე­დი­ა­ში.



ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი