გერმანიაში მთის ფერდობი ჩამოიქცა, გადაკეტილია რკინიგზა და ავტოტრასა - რას აკეთებს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად

24 Mar 2021 16:43


გერმანიაში მთის ფერდობი ჩამოიქცა,  გადაკეტილია რკინიგზა და ავტოტრასა - რას აკეთებს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თბი­ლის­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ლო­გე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ვაშ­ლი­ჯვრის ფერ­დობ­ზე და­წყე­ბუ­ლი იმ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის შე­სას­წავ­ლად, რო­მელ­მაც 16 მარტს აშ­კა­რად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, ამი­ტომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ მშე­ნე­ბა­რე გზა ჩა­კე­ტა და სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ა­ჩე­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, თით­ქმის იმა­ვე დროს თვით გერ­მა­ნი­ა­ში მოხ­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვა - 15 მარტს, ორ­შა­ბათს, მდი­ნა­რე რე­ი­ნის ნა­პირ­ზე, ცნო­ბილ ლო­რე­ლა­ის კლდეს­თან ახ­ლოს, სან­კტ-გო­არ­სჰა­უ­ზე­ნის რა­ი­ონ­ში, მთის ფერ­დო­ბის დიდი ნა­წი­ლი და­იძ­რა და ჩა­მო­ი­შა­ლა.

რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად - რა­დიო "დო­ი­ჩე ვე­ლეს“ («Deutsche Welle») რე­პორ­ტა­ჟი:

"გერ­მა­ნი­ა­ში ამ კვი­რა­ში გრძელ­დე­ბა ავა­რი­უ­ლი და აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთის ქა­ნე­ბის ჩა­მო­წო­ლის ად­გილ­ზე, რო­მელ­მაც მდი­ნა­რე რე­ი­ნის ნა­პირ­ზე გა­მა­ვა­ლი რკი­ნიგ­ზის ხაზი და­ფა­რა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ არ და­შა­ვე­ბუ­ლა, მაგ­რამ რად­გა­ნაც იქვე ახ­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სა და ვე­ლოტ­რე­კიც გა­დის, მათ­ზე მოძ­რა­ო­ბა გა­და­ი­კე­ტა.

  • რკი­ნიგ­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რკი­ნიგ­ზა, რო­მე­ლიც მთის ჩა­მოშ­ლი­ლი ფერ­დო­ბის ქა­ნებ­მა და­ფა­რა, ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი გა­და­ზიდ­ვე­ბის მქო­ნე მარ­შრუტს წარ­მო­ად­გენს. თით­ქმის 1300-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რკი­ნიგ­ზა ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს ხმელ­თა­შუა და ჩრდი­ლო­ე­თი ზღვე­ბის სა­ნავ­სად­გუ­რო ქა­ლა­ქებს რო­ტერ­დამს - ნი­დერ­ლან­დებ­ში და გე­ნუ­ას - იტა­ლი­ა­ში. ამ­ჟა­მად მა­ტა­რებ­ლე­ბი რკი­ნიგ­ზის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის გვერ­დაქ­ცე­ვით მოძ­რა­ო­ბენ, რე­ი­ნის მე­ო­რე ნა­პირ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზატ­კე­ცილს, მძღო­ლებს რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცათ ძვე­ლი გზით ესარ­გებ­ლათ, მთის შე­მოვ­ლით.

  • სპე­ცი­ა­ლის­ტთა გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ...

ფერ­დო­ბის ჩა­მოქ­ცე­ვის პირ­ველ დღე­ებ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს ჩა­მო­ნაშ­ლის ად­გი­ლი, რათა სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზე­ბი და­ედ­გი­ნათ, ასე­ვე ეპო­ვათ ახა­ლი ნაპ­რა­ლე­ბი და არას­ტა­ბი­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი. როცა გა­მოკ­ვლე­ვა დას­რულ­და, შა­ბათ­სა და კვი­რას (20-21 მარტს) ფერ­დობ­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, არას­ტა­ბი­ლუ­რი უბ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­მოშ­ლის გა­მოწ­ვე­ვის მიზ­ნით.

ჯერ­ჯე­რო­ბით რე­ი­ნის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნის ვა­დე­ბი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

რით არის ცნო­ბი­ლი რე­ი­ნის შუ­ა­წე­ლი

რად­გა­ნაც რე­ი­ნის შუ­ა­წე­ლის ხე­ო­ბა ძა­ლი­ან მდი­და­რია ძვე­ლი ციხე-დარ­ბა­ზე­ბით და უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის ნაშ­თე­ბით, ამი­ტომ ეს რა­ი­ო­ნი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი. სან­კტ-გო­არ­სჰა­უ­ზე­ნის ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს ცნო­ბი­ლი კლდე, სა­დაც შო­რე­ულ წარ­სულ­ში, ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ნიმ­ფა ლო­რე­ლაი იჯდა ხოლ­მე. იგი თა­ვის გრძელ თმებს ოქ­როს სა­ვარ­ცხლით ივარ­ცხნი­და და მე­თევ­ზე­ებს სიმ­ღე­რით კლდეს­თან იზი­დავ­და და­სა­ღუ­პად...




ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი