"სულ ველოდი, რომ გახარია დაბრუნდებოდა... "ქართულ ჯიგრულ ამბავში" "ნაციონალებსაც" ბევრი რამე აქვთ ნაკეთები, ყველამ თავის "ჯიგარს" მიხედოს!"

24 Mar 2021 17:44


"სულ ველოდი, რომ გახარია დაბრუნდებოდა... "ქართულ ჯიგრულ ამბავში" "ნაციონალებსაც" ბევრი რამე აქვთ ნაკეთები, ყველამ თავის "ჯიგარს" მიხედოს!"

"ივანიშვილი ახლა გაფუჭებული სათამაშოსავით ცდილობს ამ გუნდის მოშორებას და ახლით მის ჩანაცვლებას"


ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენლები თავიანთ შეხედულებას აქტიურად გამოთქვამენ, თემას kvirispalitra.ge-სთან მომღერალი ირმა სოხაძე, პროდუსერი ნატო დუმბაძე და მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ეხმაურებიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არსად აპირებს წასვლას. "რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ.ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განაცხადა გახარიამ.


ირმა სოხაძე, მომღერალი:

- არ ვიცი, გახარია დამოუკიდებლად ბრუნდება პოლიტიკაში, თუ ვინმე უმაგრებს ზურგს, თუმცა, ძალიან მომწონს, რაც ხდება. მივესალმები მის დაბრუნებას. რაც უფრო მრავალფეროვანი დაკონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მით უკეთესი. დღეს გვაქვს განცდა, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლებაზე მტრად გადაკიდებული. დროა, ოპოზიციამ, ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყანაზე და ხალხზე იფიქროს. ეს ქვეყანასაც წაადგება და მათაც. გახარია ჩემში ყოველთვის ნდობას, სიმპათიას იწვევდა. გამორჩეული პიროვნებაა, თავისი ქარიზმით და პასუხისმგებლობით. კრიტიკულ ვითარებაში არც ბოდიშის მოხდა ეთაკილებოდა და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ერიდებოდა. მთელი რიგი მომენტებია, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ თითქოს, 20 ივნისის ღამეს გახარიამ ბრძანება გასცა, დამიზნებით ესროლეთ აქციის მონაწილეებს და თვალები დასთხარეთო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რა მოხდა სინამდვილეში, ამას, ალბათ, ოდესმე გავიგებთ.





კვირის პალიტრა






კომენტარები:

ფართი შოპი