ღალატის საფასური: სხვადასხვა ქვეყანაში ღალატის ყველაზე მკაცრი სასჯელები

24 Mar 2021 18:09


მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელმა შეგნებულმა სამყარომ ცოლ - ქმრული ღალატის კრიმინალიზაციაზე უარი განაცხადა, ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ კვლავაც უმკაცრესი კანონები მოქმედებს. თქვენ წინაშეა 10 ქვეყანა, სადაც პარტნიორებს შორის მრუშობა იმაზე მკაცრად ისჯება ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.



პაპუა - ახალი გვინეა

image

ჩვენი საშინელი რეიტინგის პირველ ადგილზე - პაპუა-ახალი გვინეაა, სადაც ცოლის საყვარელს აქ უბრალოდ - თავს ჰკვეთენ, თუმცა მანამდე მან საყვარლის თითი უნდა "მიირთვას". აი, ასეთები არიან პაპუასები ...





შუა საუკუნეების რუსეთი

image

ევროპის შუა საუკუნეების დროინდელ საშინელ ტრადიციებს დიდწილად არც რუსეთი ჩამორჩებოდა. მაგალითად, 1550 წელს იქ მრუშობა იმ დანაშაულთა სიაში შევიდა, რომლისთვისაც სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული.



ირანი

image

ოდესღაც ცივილიზებული ირანი - სულ უფრო ღრმად ჩაეფლო სისასტიკესა და გენდერულ უთანასწორობაში. 1990 წლიდან ირანში დისკრიმინაციული კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც ღალატისთვის ქალი შეუძლია ქმრის ნებისმიერმა ნათესავმა (იგულისხმება, მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი) სიკვდილით დასაჯოს. აი, რაც შეეხება მამაკაცებს, მათ ღალატისთვის იქ მხოლოდ საზოგადოებრივი გაკიცხვა ელოდებათ.



აფრიკული ტომები

image

აქ მოქმედი სასტიკი კანონები, ყოველგვარ სამართლებლივ ჩარჩოს სცდება. ასე, მაგალითად, ზოგიერთ ტომში გოგონებს ღალატისთვის თქვენ წარმოიდგინეთ და, ქალის ორგანოებსაც კი აჭრიან.


ინდონეზია

image

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც სრულიად გამაოგნებელი კანონმდებლობა აქვს. აქ, მრუშობისთვის შესაძლოა ორივე სქესის პარტნიორს არც მეტი, არც ნაკლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.



თურქეთი

image

თურქეთი ინდონეზიიდან არც თუ ისე შორს წავიდა. ევროინტეგრაციისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში თურქებმა გადაწყვიტეს ორივე სქესის მეუღლეების უფლებების გათანაბრება. 1996 წლიდან ღალატისთვის აქ უკვე ორივე სქესის წარმომადგენელს - 5 წლით ვადით აპატიმრებენ.



intermedia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი