ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის

24 Mar 2021 18:27

„თავის დროზე,  დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო,დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია,რაც ფინანსური სისტემის საიმედობას და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის“-   ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“კანონში ცვლილებები განიხილეს, ერთ-ერთი ცვლილებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1 იანვრიდან   მოხდება.


2020 წლის 1 ივლისიდან  ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან  15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება.„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა,  ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა   საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით   მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. 


თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება“- “-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 


დღეს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა„დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“კანონში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.








კომენტარები:

ფართი შოპი