ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

24 Mar 2021 21:52

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს. ლევან იოსელიანმა ელჩს დეტალურად გააცნო რა ტიპის საარჩევნო რეფორმა მიმდინარეობს და კონკრეტულად  რა ცვლილებები იგეგმება.

 

„ჩვენ შევეხეთ უკრაინა - საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას, ვისაუბრეთ არსებულ საგარეო საფრთხეებზე და ჩვენს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე. ელჩი დაინტერესდა და ვისაუბრეთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს დიალოგს, რომელიც განახლდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





კომენტარები:

ფართი შოპი