მაია ბითაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურ ხელმძღვანელს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინატორს შეხვდა

24 Mar 2021 21:54

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მასიეჟ ცურას და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკის განვითარება. განიხილეს თუ რა სტიმულირების მექანიზმები უნდა შეიქმნას, რათა ქვეყანაში განვითარდეს  ცირკულარული ეკონომიკა და ხელი შეეწყოს ბიზნესს, რომ წარმოებაში გამოიყენონ საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.


„სტუმრებთან ასევე ვისაუბრეთ ქალაქებში გარემოსდაცვით ინტეგრაციაზე, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემისას სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის თაობაზე. განვიხილეთ წიაღისეულის მართვის პროცესში  გარემოსდაცვითი  საკითხები.


შეხვედრაზე გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირთან პარტნიორობით კომიტეტს დახმარებას გაუწევს, რომ განხორციელდეს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული კანონების მოთხოვნები.




 


კომენტარები:

ფართი შოპი