სერგი კაპანაძე - კუნთების ჩვენება, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირება და აქეთ დამუქრება, ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს მათ შორის „ოცნებასაც“

25 Mar 2021 19:49

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.


კაპანაძის თქმით, ნაცვლად ნოტაციების კითხვის და კუნთების ჩვენების, ღარიბაშვილს ურჩევნია, რომ მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნება“ მივიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ ითვალონ, თუ რამდენი ადამიანი მივა 15 მაისის აქციაზე და კიდევ უფრო როგორ გაღრავდება კრიზისი.


კაპანაძემ აღნიშნა, რომ ის დამოკიდებულება რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, საბოლოო ჯამში, ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“.


„ძნელია რამე უპასუხო ბატონ ღარიბაშვილს, მაგრამ ნაცვლად ნოტაციების კითხვის და რაღაც უაზრო კითხვების დასმის, თუ სად გვინახავს აქციის წინასწარ დაანონსება, აქ გვინახავს ძალიან ბევრჯერ, მათ შორის ყველა დროში ყველა ოპოზიციის მიერ.


თუმცა, მას ახლა რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რისი პასუხისმგებლობაც აქვს და თუ ოდნავ მაინც აქვს რაღაც დისკრეცია უფლებამოსილების, რომ გააკეთოს, არის ის, რომ ამ მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნება“ მოვიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ არა, მერე დასხდნენ და ითვალონ, თუ რამდენი ადამიანი მოვა და კიდევ უფრო როგორ გაღრმავდება კრიზისი.


ეს დამოკიდებულება, რაღაც კუნთების ჩვენების, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირების და კიდევ აქეთ რაღაც დამუქრების, საბოლოო ჯამში ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“, - განაცხადა კაპანაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი