"ქართული იდეა" მასობრივი დაუმორჩილებლობითა და მრევლის ქუჩაში გამოყვანით გეგმავს "აიისას" წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას

31 Mar 2018 03:23

"ქართული იდეის" განცახდებას გთავაზობთ უცვლელად:


_"ქართული იდეის" ლიდერი ლევან ჩაჩუა პოლიციაში დაიბარეს - მიზეზი კომპანია "აიისა" ს დამფუძნებლის ანანია გაჩეჩილაძის საჩივარი გახდა - როგორც "დედაქალაქს " ლევან ჩაჩუამ განუცხადა იგი პოლიციის განყოფილებაში მისვლას არ აპირებს, ელოდება 10 სამუშაო დღის გასვლას რათა სასამართლოდან პასუხი მიიღოს და მასობრივი დაუმორჩილებლობითა და მრევლის ქუჩაში გამოყვანით გეგმავს პროტესტის გაგრძელებას. ორი დღის წინ "ქართულმა იდეამ" შეიტანა სარჩელი სასამართლოში, სადაც თვალნათლივ არის წარმოდგენილი იმ კანონდარღვევათა ნუსხა, რომელსაც კომპანია "აიისა" და მისი ხელმძღვანელი ანანია გაჩეჩილაძე ეწევიან. რასაც გაჩეჩილაძის მხრიდან საპასუხო საჩივარი მოჰყვა.


შეგახსენებთ, რომ კომპანია "აიისა" აწარმოებს პრეზერვატივებს, რომელზეც გამოსახულია წმინდა თამარ მეფე, ქართლის დედა, ბაგრატოვანთა გერბი და სხვა რელიგიურ - ეროვნული ფასეულობები, რამაც მოსახლეობაში, საზოგადოების წევრებში, სასულიერო და რიგ სამთავრობო პირებში უკმაყოფილება გამოიწვია.


კომენტარები:

ფართი შოპი