ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?

26 Mar 2021 02:30

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა 2020 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი შე­ის­წავ­ლა, რის შე­დე­გა­დაც გა­ირ­კვა, რომ 46 მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­დან დეკ­ლა­რა­ცია ათმა ხარ­ვე­ზე­ბით შე­ავ­სო.


ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, 7 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი წილი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პი­რის­თვის არ გა­და­უ­ცია; 4 შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­ერ­თოდ არ აქვს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მისი ან/და ოჯა­ხის წევ­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი.


კერ­ძოდ, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ცნო­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლე, ზურა ხა­ჩი­ძემ 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ მი­უ­თი­თა, რომ მისი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია ჟორ­და­ნია არის დი­რექ­ტო­რი და ფლობს წი­ლებს შემ­დეგ კომ­პა­ნი­ებ­ში: შპს “ივენთ კომ­პა­ნი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დი­რექ­ტო­რი და შპს “ტრან­სატ­ლან­ტი­კი და პარტნი­ო­რე­ბი” - 25% წილი. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა.

ზურა ხა­ჩი­ძეს Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­და:






კომენტარები:

ფართი შოპი