გუშინ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ასმათ დვალიშვილმა გოგი წულაიასთან ერთად გატარებული ღამის დეტალები გაიხსენა. ასმათ დვალიშვილი ის ადამიანია, ვინც პოლიტიკოსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გადაცემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია. უფლებადამცველი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ძალადობის წახალისებასა და სტერეოტიპების გაძლიერებაში ადანაშაულებს.
"რაღაცას ვცდილობთ, ვწვალობთ, სტერეოტიპების შეცვლა გვინდა, ისედაც საშინლად უჭირთ სექსუალური ძალადობის მახვერპლებს საკუთარი სიმართლის მტკიცება და მერე გამოვა დიდი უფლებადამცველი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show და ქალს ეტყვის, მე რო გავეუპატიურებინე ვინმეს, ასე კი არა, ისე მოვიქცეოდიო, ეს როგორ გააბედინეო, ესე რატო არ ქენი და ისე რატო ქენიო, სხვანაირად მოქცეულიყავი და ეგ არ დაგემართებოდაო და ათასი მავნებლობა.
მერე კიდევ უკვირთ, შენ რომ იცავ, იმ ქალებს, რატომ არ ურჩევ ნანუკას შოუში მონაწილეობასო. რაღაცა 'ლიჩნი ნეპრიაზნი' გაქვს ეტყობაო და მთელ ამხელა სამყაროში 'იმენნა' ნანუკასი გშურსო...
თავად რომ ჰგონია, რომ ნინძად გადაიქცევა გაუპატიურების დროს, ეგეც ჩაბჟირებამდე სასაცილოა", - წერს ბაია პატარაია.
ამბები.ge