გერმანიაში საჰაერო გზით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასვლის მსურველმა პირებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ

26 Mar 2021 12:56

გერმანიაში 28 მარტიდან საჰაერო გზით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასვლის მსურველ პირებს თვითმფრინავში ჩასხდომამდე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაციების თანახმად, მგზავრები ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე ტესტი გერმანიაში გამგზავრებამდე ჩაიტარონ, ავიაკომპანიებმა კი თვითმფრინავში მხოლოდ ის მგზავრები უნდა დაუშვან, რომლებსაც უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნებათ. მიიღება როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტების პასუხები. ტესტი ბოლო 48 საათში უნდა იყოს აღებული.


ახალი რეგულაცია, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებამდე დარჩება ძალაში.


ამასთან, მოქალაქეებს ტესტის ჩატარების საფასურის გადახდა თავად მოუწევთ.


აღსანიშნავია, რომ აქამდე გერმანია კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მხოლოდ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისგან ითხოვდა.




ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი