რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

26 Mar 2021 13:08


რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

"მე ჩემი საქ­მის­თვის სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით გა­და­ვი­ხა­დე და ის ჩემი გო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი და­მიჯ­და“ - ვინ­სენტ ვან გოგი

ყვე­ლა შე­დევ­რს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვინ­სენტ ვან გოგს მისი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტით იც­ნობს: "ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“, "მზე­სუმ­ზი­რე­ბი“ და "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი მოჭ­რი­ლი ყუ­რით“, მაგ­რამ ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტ სა­ი­დუმ­ლოს და და­ფა­რულ გზავ­ნილს ინა­ხავს.

რო­გორც წესი, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იმას ხე­და­ვენ, რისი და­ნახ­ვის­თვი­საც მზად არი­ან, რი­თიც ში­ნა­გა­ნად არი­ან სავ­სე და რა მდგო­მა­რე­ო­ბის­კე­ნაც ის­წრაფ­ვი­ან.

"კა­ფის ტე­რა­სა ღა­მით“

ვან გოგი ლურ­ჯი და ყვი­თე­ლი პა­ლიტ­რის ნამ­დვი­ლი ჯა­დო­ქა­რია. მისი ნა­ხა­ტი "კა­ფის ტე­რა­სა ღა­მით“ შე­უმ­ჩნე­ველ მი­ნიშ­ნე­ბებს წარ­მო­ად­გენს ღმერ­თზე. ხე­და­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ტი­ლო­ზე მხო­ლოდ პე­ი­ზაჟს, თუ ამო­იც­ნო­ბენ სა­ი­დუმ­ლო სა­ღა­მოს მო­ტივს? ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ეს ნა­ხა­ტი შე­ი­ცავს მი­ნიშ­ნე­ბას ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის "სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე.“ იტა­ლი­უ­რად, ნა­ხატს Ultima Cena ჰქვია, რაც ითარ­გმნე­ბა რო­გორც "უკა­ნას­კნე­ლი ვახ­შა­მი“. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმ მო­საზ­რე­ბა­ზე, რომ და­ვინ­ჩიმ ფრეს­კა­ზე იე­სოს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის სცე­ნა ასა­ხა, სა­დაც ის ერთ-ერთი მო­წა­ფის - იუ­დას ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ ამ­ცნობს მო­ცი­ქუ­ლებს. ვან გო­გის ნა­ხატ­ზეც ანო­ნი­მუ­რი სტუმ­რე­ბია და­ხა­ტუ­ლი, რომ­ლე­ბიც საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ არლ­ში, კა­ფის ღია ტე­რა­სა­ზე ატა­რე­ბენ დროს. ნა­ხატ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ვან გოგი თა­ვის ძმას, ტეოს სწერ­და: "მე მაქვს სა­ში­ნე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა - წარ­მოვ­თქვა ეს სი­ტყვა - რე­ლი­გია“. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მხატ­ვარ­მა გან­ზრახ შე­ი­ტა­ნა ნა­ხატ­ში რე­ლი­გი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი.

ნა­ხა­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ში, ვან გოგ­მა შეც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნა­ხატ­ზე, რომ 12 ადა­მი­ა­ნი გა­მო­სუ­ლი­ყო, რაც ემ­თხვე­ვა 12 მო­ცი­ქულს.

ღია კარ­ში გამ­სვლე­ლი მუქი ფი­გუ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ იუ­დაა, ხოლო გრძელთმი­ა­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც თეთ­რი ტუ­ნი­კის მსგავ­სი სა­მო­სი აც­ვია, თა­ვად იესო ქრის­ტეა. თუ ნა­ხატს ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბით, და­ი­ნა­ხავთ, რომ მას გულ­მკერ­დზე ჯვა­რი ჰკი­დია.

"ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“

ვან გო­გის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტილო „ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“ თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნა­მუ­შე­ვა­რი ასა­ხავს გა­მო­გო­ნი­ლი ქა­ლა­ქის ცას გა­რიჟ­რა­ჟის წინ. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც მეც­ნი­ე­რე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ნა­წი­ლა­კე­ბის კოს­მი­ურ „მო­რე­ვებს“, მა­შინ­ვე გა­ახ­სენ­დათ ეს ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი.

მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნავს ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბას.

აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­დე­საც ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მან ტი­ლო­ზე ასა­ხა მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი მოვ­ლე­ნა - ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა. ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა არის სი­თხის დი­ნა­მი­კის კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­შიც დიდი მო­რე­ვე­ბი სპონ­ტა­ნუ­რად წარ­მო­იქ­მნე­ბა ენერ­გი­ის კას­კა­დის მქო­ნე ნა­კად­ში, წარ­მოქ­მნის უფრო მცი­რე ზო­მის მო­რე­ვებს და ისი­ნი - კი­დევ უფრო მცი­რეს. ასზე მეტი წლის წინ, ვან გოგ­მა შეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა და გა­მო­ე­სა­ხა ურ­თუ­ლე­სი ცნე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბამ კა­ცობ­რი­ო­ბას მო­უვ­ლი­ნა და ის თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში, მოძ­რა­ო­ბის და ფე­რის უდი­დეს გა­მო­ცა­ნად აქ­ცია.

"მზე­სუმ­ზი­რე­ბი“

"მზე­სუმ­ზი­რე­ბი“ ვან გო­გის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ბევ­რმა არ იცის, რომ „მზე­სუმ­ზი­რე­ბის“ თერ­თმე­ტი ვერ­სია არ­სე­ბობს. თა­ვი­დან, მხატ­ვა­რი მზე­სუმ­ზი­რებს იმ მიზ­ნით ხა­ტავ­და, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი არლ­ში, პოლ გო­გე­ნის მოს­ვლის­თვის გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნა. 1888-1889 წლებ­ში, მან საფ­რან­გეთ­ში კი­დევ ოთხი „მზე­სუმ­ზი­რე­ბის“ ვერ­სია შექ­მნა. ყვი­თე­ლი ფერი, მის­თვის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გახ­და. ჯამ­ში, ვან გოგ­მა მზე­სუმ­ზი­რე­ბის სამი სე­რია შექ­მნა: დაწ­ვე­ნი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი - პა­რი­ზი. 1887 წელი; მზე­სუმ­ზი­რე­ბი ლარ­ნაკ­ში - არი­ლი. 1888 წელი და რამ­დე­ნი­მე მათი ასლი. ჯამ­ში, თერ­თმე­ტი ტილო იყო.

"ავ­ტო­პორ­ტრე­ტი მოჭ­რი­ლი ყუ­რით და ჩი­ბუ­ხით“

ვან გოგი ოც­ნე­ბობ­და შე­ექ­მნა სკო­ლა-სე­მი­ნა­რი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი გო­გე­ნი იქ­ნე­ბო­და. ორმა ხე­ლო­სან­მა ერ­თად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ერთ ჭერ­ქვეშ, მაგ­რამ ისი­ნი ხში­რად კა­მა­თობ­დნენ. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვან გოგი მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტში შე­დი­ო­და. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გო­გე­ნი ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მან ვერ გა­უძ­ლო ყო­ველ­დღი­ურ ჩხუბს და წა­ვი­და. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ვან გოგ­მა ყუ­რის ბი­ბი­ლო მო­იჭ­რა. ეს ქმე­დე­ბა არც ისე უც­ნა­უ­რია, რო­გორც ახლა ჩანს. არლ­ში, სა­დაც მა­შინ მხატ­ვა­რი ცხოვ­რობ­და, კო­რი­და­ზე­არ კლავ­დნენ ხა­რებს რო­გორც ეს­პა­ნეთ­ში, მათ აჭ­რიდ­ნენ ყურს და ტო­რე­ა­დორს სა­მახ­სოვ­როდ ატან­დნენ. ვან გო­გის ჟეს­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა კი ის იყო, რომ მან წა­ა­გო. მოჭ­რი­ლი ბი­ბი­ლო იმ მე­ძავს გა­დას­ცა, რო­მელ­მაც "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი" გო­გე­ნი ამ­ჯო­ბი­ნა. ამ ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის შემ­დეგ და­ი­ხა­ტა ცნო­ბი­ლი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი.



ამბები.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი