ბიძინა კულუმბეგოვი ხალხის და ბიზნესის მხარეს დადგა: ლოქდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის მომაკვდინებელია!

26 Mar 2021 13:22

მეტი შეზღუდვისა და ლოქდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.


„ფაქტია, რომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და ცხოვრებას ასე ვერ გავაგრძელებთ: ქვეყანას არსებობისა და განვითარებისთვის სჭირდება უფრო მეტი თავისუფალი ცხოვრება. მეტი შეზღუდვისა და ლოქდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.


მანვე აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის მსურველების რაოდენობა დაბალია:


„მაშინ როდესაც, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი 75 000 ადამიანიდან დაახლოებით 60% მაინც აიცრებოდა. სამწუხაროდ ჯერ ჩანს, რომ 10%-საც ვერ მივაღწიეთ.ჩვენს კოლეგებს და ზოგადად სამედიცინო პერსონალს შეიძლება უფრო მეტი კრიტიკული კითხვა ჰქონდეს, რადგან როდესაც უფრო მეტი იცი, უფრო მეტად მშიშარა ხარ ამ თვალსაზრისით და როცა ნაკლები გაქვს ინფორმაცია, შეიძლება უფრო გულადი და თამამი გახდე. ამიტომ ჩვენ მეტი ახსნა-განმარტებები გვჭირდება“ - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ კულუმბეგოვმა.




რეზონანსი 






კომენტარები:

ფართი შოპი