
ავტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ასტრაზენეკა", რომელიც "საქართველოში დაწუნებულია" ლიდერია ბრიტანული კოვიდის წინააღმდეგაც .
კვიცარიძე ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს, რომ თუ ვაქცინას ექნება უკუჩვენება, ის არ მოკვდება და მას გადაარჩენენ.
"დროულად მოწოდებულმა ინფორმაციამ პანიკაში არ უნდა ჩაგაგდოთ, საჭიროა ასევე ამ ინფორმაციის დროულად გათავისება. მესამე ლოკდაუნი გვაქვს და მიზეზი არის ბრიტანული მუტაცია. საშიშია! ვრცელდება სწრაფად. ერჩის ძირითადად ახალგაზრდებს, ავადობა გრძელდება 16 დან 20 დღემდე.
და ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრილ პაციენტს ჭირდება უფრო დიდხანს ინტენსიური მეთვალყურეობა ვიდრე ვირუსის პირვანდელ სახით დაავადების დროს. ამიტომ ინტენსიური განყოფილებები მალე ივსება და უკვე ჩვენთან ინტენსიურ განყოფილებაში ადგილების დეფიციტიც იქმნება!კოვიდგადატანილები არ არიან გარანტირებული რომ მუტაციის ამ ახალი ფორმით ხელმეორედ არ დაავადდებიან!
ამბები.ge