კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც სამედიცინო კვლევებზე კლინიკაში იმყოფება

27 Mar 2021 04:13

"მეგობრებო, უამრავი  შეტყობინება  მომდის, მწერენ  ნაცნობები  და  სრულიად  უცნობი  ადამიანები, თუ  სად  ვარ  და  რატომ  არ  ვჩანვარ  აქტიურად. თავს  ვალდებულად  ვთვლი  მოგაწოდოთ  ინფორმაცია:  დამიდასტურდა  ვერტებრო- ბაზილარული  სინდრომი  და  ვესტიბულოპათია,  რის  გამოც  ვიმყოფები  სამედიცინო  კვლევებზე  თბილისის  ერთ-ერთ  კლინიკაში.  ვმუშაობ  დისტანციურ  რეჟიმში  და  ვაგრძელებ  მკურნალობას. მინდოდა,  ეს  ინფორმაცია  ჩემგან  მიგეღოთ.  შეხვედრამდე!"-  წერს კახა კალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.



კომენტარები:

ფართი შოპი